ჩავიმ დესტის იმედი ბოლომდე დაკარგა

ჩავიმ დესტის იმედი ბოლომდე დაკარგა

ჩავი ერნანდესმა სერჟინიო დესტის ნდობა ბოლომდე დაკარგა, - იტყობინება Sport.

ის ფაქტი, რომ მარჯვენა მცველი "რეალ მადრიდთან" ჩატარებული მატჩის განაცხადშიც არ იყო, "მაესტროს" საბოლოო გადაწყვეტილებაზე მეტყველებს.

"ბლაუგრანა" ახლა მზადაა, ამერიკელის თაობაზე წინადადებებს მოუსმინოს.

სერჟინიოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და "კამპ ნოუდან" აბარგების დიდ სურვილს საერთოდაც არ გამოხატავს, მაგრამ კატალონიაში ამაზე ნაკლებად ფიქრობენ.

წყაროს თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი შეიძლება იანვარშივე გაასხვისონ.

ყველაზე აქტიურად ლონდონის "ჩელსის" სახელი გაისმის. მოარული ხმების მიხედვით, "არისტოკრატები" დესტს სეზონის ბოლომდე იჯარით წაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სერჟინიომ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

6 დღის წინ
198 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ