დე იონგის ნაცვლად ვარსკვლავი წავა - რა გადაწყვიტეს "ბარსაში"

დე იონგის ნაცვლად ვარსკვლავი წავა - რა გადაწყვიტეს "ბარსაში"

ლიუკ დე იონგი "ბარსელონადან" წასვლის კანდიდატი აღარაა, - იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, ამის მიზეზი "ბლაუგრანას" თავკაცის გადაწყვეტილებაა.

როგორც მოგეხსენებათ, ლიუკმა ზედიზედ სამ მატჩში შეძლო გოლის გატანა. მან თავი ესპანეთის სუპერთასზე გამართულ "ელ კლასიკოშიც" გამოიჩინა, რითაც ჩავიზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

"მაესტრო" ძალიან აფასებს 31 წლის თავდამსხმელის შრომისმოყვარეობასა და უნარს, რომ ახალ სისტემასთან მარტივად ადაპტირდეს.

თუ კატალონიურ გამოცემას დავუჯერებთ, წამსვლელთა სიაში ლიუკის ადგილს მემფის დეპაი დაიკავებს.

27 წლის თავდამსხმელი ჩავის გეგმებში ვერ ჯდება, ამიტომ ერნანდესს მისი გაშვების პრობლემა არ ექნება 

6 დღის წინ
345 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ