როგორც გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, "ბარსელონა" და "ბაიერნი" "ჩელსის" ცენტრალური მცველით, ანდრეას კრისტენსენით, ინტერესდებიან.
ფაბრიციოზე დაყრდნობით, ლონდონუელებისთვის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით 25 წლის მოთამაშეს პასუხი არ გაუცია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
საინტერესოა, რომელი კლუბის ვარიანტი ხიბლავს თავად კრისტენსენს, რომელსაც "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
გეტყვით, რომ ამ სეზონში დანიელი ფეხბურთელის ანგარიშზე "ჩელსის" მაისურით 21 დაპირისპირებაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.