საუკეთესო შეთავაზება ზიულეს სანაცვლოდ ინგლისიდან – "ბარსელონა" უძლურია

საუკეთესო შეთავაზება ზიულეს სანაცვლოდ ინგლისიდან – "ბარსელონა" უძლურია

სანდო გერმანულ გამოცემა "Bild-ზე" დაყრდნობით, "ბარსელონამ" თვალი "ბაიერნის" ცენტრალურ მცველ ნიკლას ზიულეს დაადგა.

ნაკლებად სავარაუდოა კატალონიურმა კლუბმა გერმანელი ფეხბურთელის გადმობირება მოახერხოს, რადგან, ახლახან ჟურნალისტ მატეო მორეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის", რომელსაც ახალი უმდიდრესი მფლობელი ჰყავს, სამიზნედაც მოიაზრება ნიკლასი.

როგორც მატეო იტყობინება, "კაჭკაჭებმა" საუკეთესო შეთავაზებით მიმართეს გერმანულ კლუბს 26 წლის მოთამაშესთან დაკავშირებით. ასე რომ, შეიძლება ითქვას, "ბლაუგრანა" ამ შემთხვევაში უძლურია.

გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ზიულეს ანგარიშზე "რეკორდმაისტერის" მაისურით 23 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.

6 დღის წინ
295 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ