ჩავის გეგმა "ატლეტიკთან" მატჩში – ვინ დაიწყებს ძირითადი შემადგენლობიდან

ჩავის გეგმა "ატლეტიკთან" მატჩში – ვინ დაიწყებს ძირითადი შემადგენლობიდან

"Diario As-ზე" დაყრდნობით, ჩავი ერნანდესი "ატლეტიკთან" დაპირისპირებაში ანსუ ფატის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას გეგმავს უსმან დემბელეს ნაცვლად.

ამავდროულად მასთან ერთად გამწესდებიან ლუკ დე იონგი და ფერან ტორესი. ამრიგად, როგორც ვხედავთ, ნიდერლანდელ შემტევთან დაკავშირებით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ფაქტი კი ერთია – ჩავიმ იგი აათამაშა.

მოსალოდნელია პედრის ხილვა ძირითად თერთმეტეულში, რომელთან ერთადაც ნიკოსა და გავის დუეტი იქნება, ფრენკი დე იონგი კი – სათადარიგოთა სკამზე.

აქვე გეტყვით, რომ "ატლეტიკისა" და "ბარსელონას" შეხვედრა "სან მამესზე" 19 იანვარს გაიმართება.

6 დღის წინ
1495 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ