2 წლის და 9 თვის წინ
დემბელეს შემცვლელი “ბარსელონაში”? - აბდეს დიდი ამბიციები აქვს
დემბელეს შემცვლელი “ბარსელონაში”? - აბდეს დიდი ამბიციები აქვს

როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აბდე ეზალზულის კატალონიის “ბარსელონა” უნდა დაეტოვებინა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ უსმან დემბელე “ბლაუგრანას” დატოვებს და ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდება.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემბელეს წასვლის შემდეგ აბდე ეზალზული ჩავისთვის თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას შეეცდება.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ის გუნდში დემბელეს შემცვლელი იქნება.

ცნობისთვის, აბდემ გასულ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები