3 წლის და 9 თვის წინ
“ამისთვის ბოდიშს ვიხდი” - ჟიულ კუნდე “სევილიას” ფანებს პატიებას თხოვს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგა მე-20 ტურის შეხვედრაში შინ “სევილია” მიიღო და ანგარიშით 3:0 იმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში, “ბლაუგრანას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჟიულ კუნდემ თანაგუნდელებთან ერთად გატანილი გოლები იზეიმა, რის გამოც “სევილიას” გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:
“ყოველთვის მადლობელი ვიყავი წითელ-თეთრი მაისურის ჩაცმის შესაძლებლობისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც იქ ყოფნის დროს მივიღე. სწორედ ამიტომ მინდოდა ბოდიში მომეხადა გოლის აღნიშვნისთვის, რომელიც ეიფორიის მომენტში ჩემი მხრიდან გადაჭარბებული იყო. საუკეთესოს გისურვებთ, ყოველთვის.” - განაცხადა კუნდემ.
ცნობისთვის, ჟიულ კუნდე “სევილიაში” 2019-2022 წლებში ასპარეზობდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი