1 წლის და 3 თვის წინ
4 მიზეზი, რატომაც დემბელე "ბარსელონას" ტოვებს
4 მიზეზი, რატომაც დემბელე "ბარსელონას" ტოვებს

ძალიან ცოტა ხნის წინ, ყველაფერი იმისკენ მიუთითებდა, რომ უსმან დემბელე "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებდა, თუმცა დღეს იგი ცალი ფეხით "პარი სენ ჟერმენშია". Tribuna.com-მა ამ მოულოდნელი ცვლილების 4 მიზეზი გაგვაცნო.

1. აგენტებს დემბელეს "ბარსადან" წასვლა უნდათ

დიდი ალბათობით, დემბელეს აგენტს, მუსა სისოკოს "პსჟ" ისეთ საკომისიო თანხას ჰპირდება, როგორზეც "ბარსელონაში" ვერც კი იოცნებებდა. გარდა ამისა, თუ 26 წლის გარემარბი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" პირველ აგვისტომდე დატოვებს, ფეხბურთელი და მისი წარმომადგენელი 25 მილიონ ევროს მიიღებენ.

2. "ბარსელონას" საკონტრაქტო შეთავაზება "პსჟ-სას" ჩამორჩება

ადრია ალბეტსის ცნობით, დემბელეს წარმომადგენელმა "ბლაუგრანას" იმაზე 6-7 მილიონი ევროთი (+ბონუსებით) მაღალი ხელფასი სთხოვა, ვიდრე შეთავაზებული იყო. კლუბმა ამის გაკეთებაზე უარი თქვა.

ცხადია, "პარი სენ ჟერმენში" უსმანს გაცილებით დიდი ანაზღაურება ექნება.

3. დემბელეს დეკუს დანიშვნა არ ესიამოვნა

ფრანგსა და მის აგენტს მიაჩნიათ, რომ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დეკუს დანიშვნა რაფინიას პოზიციებს საგრძნობლად გააძლიერებს, რადგან დეკუ სწორედ რაფინიას აგენტი გახლდათ. 

უსმანს მატეუ ალემანისთან ახლო ურთიერთობა აქვს, მაგრამ დეკუზე იმავეს ვერ ვიტყვით. პორტუგალიელს "ბარსელონას" შვიდიანი პირადად არც შეხვედრია.

4. დემბელემ გაიგო, რომ "ბარსა" მას სავაჭროდ იყენებდა

ფეხბურთელის გარემოცვას მიაჩნია, რომ "ბარსელონამ" დემბელე და პაბლო გავი "პსჟ-ს" კილიან მბაპეს სანაცვლოდ შესთავაზა. ამ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.


Facebook კომენტარები