როგორც მოგეხსენებათ, უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება თითქმის გადაწყვეტილია.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, თუ ფრანგი გარემარბი ლიგა ერთის ჩემპიონებს მიაშურებს, მის სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი შეიძლება მარჯვენა მცველს მოხმარდეს.
თუ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შეტევაში მწირი არჩევანი ნამდვილად არ აქვთ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კლუბს გაძლიერება სჭირდება, რათა სეზონმა ისევ ჟიულ კუნდეს მხრებზე არ გადაიაროს. აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანა" აქცენტს სწორედ მარჯვენა მცველის მოყვანაზე გააკეთებს.
წყაროს თანახმად, "ბარსას" პრიორიტეტი ჟოაუ კანსელუა, მეორე ვარიანტი კი - ივან ფრესნედა.
"სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავის ტრანსფერის გაჩარხვა სწორედ ფინანსური პრობლემების გამო გახლდათ ნაკლებსავარაუდო, მაგრამ დემბელეს წასვლამ შეიძლება ეს მოცემულობაც შეცვალოს.