3 წლის და 1 თვის წინ
დემბელემ თანაგუნდელებს "პსჟ"-ში წასვლაზე უკვე ამცნო - საინტერესო ინფორმაცია
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი უსმან დემბელე ახლოსაა, რომ კარიერა "პარის სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.
ჟურნალისტი ელენა კონდოსის ინფორმაციით, უსმანმა თავის თანაგუნდელებს უკვე ამცნო, რომ იგი პარიზული კლუბის რიგებს შეუერთდება.
რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, ივლისის ბოლომდე ფრანგის ღირებულება 50 მილიონი ევრო იქნება, ხოლო 1 აგვისტოდან ეს თანხა, შესაძლოა გაორმაგდეს.
სწორედ ამიტომ, პარიზელები მაქსიმალურად ჩქარობენ, რომ ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე გაიფორმონ.
ცნობისთვის, დემბელეს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
11 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი