როგორც მოგეხსენებათ, უსმან დემბელეს "ბარსელონადან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.
"პარი სენ ჟერმენმა" ფრანგი გარემარბის შეძენა გადაწყვიტა და ამას "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკების გზით გააკეთებს.
სანამ ის გაირკვევა, თუ რა ფასად წავა დემბელე, ცხადია, მოსაძებნია მისი სავარაუდო შემცვლელიც. ძებნა კატალონიელებმა უკვე დაიწყეს.
ჟურნალისტი ხოსეპ კაპდევილა ორ ახალ კანდიდატს ასახელებს.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" ალექსის სანჩესისა და იანიკ კარასკოს (ატლეტიკო) კანდიდატურებს განიხილავს.
"ბარსას" მადრიდული გრანდის ბელგიელი შემტევის 10-15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდა, მაგრამ ამ უფლებას ვადა გაუვიდა. რა თქმა უნდა, "როხიბლანკოსთან" მოლაპარაკება ახლა გაცილებით რთული იქნება.
რაც შეეხება სანჩესს, 34 წლის ჩილელი ახლა თავისუფალი აგენტია. მარსელის "ოლიმპიკის" მაისურით გასულ სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში მან 18 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
კაპდევილა წერს, რომ გამოცდილი თავდამსხმელის აგენტი ბარსელონაშია.