1 წლის და 3 თვის წინ
მოლაპარაკებები იწყება - რამდენი დღე მისცა "ბარსამ" "პსჟ-ს"
მოლაპარაკებები იწყება - რამდენი დღე მისცა "ბარსამ" "პსჟ-ს"

"ბარსელონა" უსმან დემბელეს თაობაზე "პარი სენ ჟერმენთან" მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა, - იუწყება მარტა რამონი.

Rac1-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" პარიზულ კლუბს 5 დღე მისცა, რათა მისაღები წინადადება წარუდგინონ.

თუ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ეს შეთავაზება არ მოეწონებათ, ისინი "პსჟ-ს" დემბელეს გამოსასყიდი თანხის გადახდას მოსთხოვენ. ეს თანხა ახლა 50 მილიონი ევროა, მაგრამ რამდენიმე საათში 100 მილიონი ევრო გახდება.

ლიგა ერთის ჩემპიონებს ყველაფრის დღესვე მოგვარება და თანხის დაზოგვა შეეძლოთ, მაგრამ დემბელემ ისურვა, რომ "ბარსელონა" არა გამოსასყიდი თანხის გადახდის, არამედ კლუბებს შორის შეთანხმების გზით დაეტოვებინა. 26 წლის შემტევს კატალონიური გრანდის მომდურება არ უნდა.

სხვათა შორის, La Vanguardia-ს მიხედვით, "პსჟ" "ბარსას" შვიდიანში 100 მილიონი ევროს გადახდას გადამეტებულად სულაც არ მიიჩნევს.


Facebook კომენტარები