1 წლის და 3 თვის წინ
ჩავიმ ბერნარდუს დაურეკა - რა უთხრეს პორტუგალიელს
ჩავიმ ბერნარდუს დაურეკა - რა უთხრეს პორტუგალიელს

ჩავიმ ბერნარდუ სილვას დაურეკა, - იუწყება ჟერარ რომერო.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიელ ვარსკვლავს სთხოვა, რომ "ბლაუგრანას" დაელოდოს. კლუბი მისი ტრანსფერის განხორციელებაზე მუშაობს.

ბერნარდუს ტრანსფერზე წერს Mundo Deportivo-ც:

"თუ დემბელე წავა და ფინანსურ ფეარ-პლეიში საკმარისი სივრცე გაჩნდება, ჩავის ბერნარდუ სილვას შეძენა უნდა. მიუხედავად ამისა, "მანჩესტერ სიტი" ამ ოპერაციის განხორციელებას საკმაოდ გაართულებს და ყველაფერი დიდწილად ფეხბურთელის სურვილზე იქნება დამოკიდებული."

აქვე, Relevo-ს ჟურნალისტმა მატეო მორეტომ გვამცნო, რომ 28 წლის ნახევარმცველსა და "პარი სენ ჟერმენს" შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. სილვას გული ესპანეთისკენ მიუწევს, "ქალაქელები" კი მას კონტრაქტის გახანგრძლივებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ჩანს, ბერნარდუსა და "ბარსას" სატრანსფერო საგა ისევ იკრეფს ძალებს და უახლოეს დღეებში მეტ ინფორმაციას უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები