3 წლის და 2 თვის წინ
ჩავიმ ფერანის მთავარ პრობლემას მიაგნო
ჩავიმ ფერანის მთავარ პრობლემას მიაგნო
ავტორი
Aa

ჩავიმ ბევრი ფეხბურთელის თამაში გააუმჯობესა მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" სათავეში ჩაუდგა და მისი შემდეგი მიზანია ფერან ტორესისსაუკეთესო ფორმის დაბრუნებაა, იტყობინება Sport.

მწვრთნელი თვლის, რომ თავდამსხმელი თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდის და მიზნად ისახავს მომავალი კვირების განმავლობაში მისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემას. ჩავის მოსწონს ესპანელი ფეხბურთელი, რადგან მას შეტევაში სამივე პოზიციაზე თამაშ შეუძლია.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფერანი მოედანზე თითქმის არ გამოჩენილა. ესპანელმა ფეხბურთელმა პირველი წუთებიდან თამაში მხოლოდ ორჯერ, ესპანეთის თასზე დაიწყო.

საერთო ჯამში, 22 წლის ფეხბურთელმა "ბარსას" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.


Facebook კომენტარები