1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსასა" და "სიტის" შორის სატრანსფერო ბრძოლა იწყება
"ბარსასა" და "სიტის" შორის სატრანსფერო ბრძოლა იწყება

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" 32 წლის შემტევი, რიად მაჰრეზი არაბულ "ალ აჰლიში" გაუშვა. ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, "ქალაქელები" კი გამალებით ეძებენ ალჟირელი გარემარბის შემცვლელს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "სიტიზენებმა" მიზანში "რენის" ბელგიელი ფეხბურთელი ჯერემი დოკუ ამოიღეს.

21 წლის დოკუ "რენს" 2020 წელს, ბელგიური "ანდერლეხტიდან" შეუერთდა. ყველა ტურნირზე მან "შავ-წითლების" მაისური 90 მატჩში მოირგო, სადაც თავი 11 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჯერემის "რენთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრანგული კლუბი მას იოლად არ შეელევა.

სხვათა შორის, "მანჩესტერ სიტის" რადარზე იმყოფება "კრისტალ პალასის" ვარსკვლავი, მაიკლ ოლისეც. ოლისე ლონდონის "ჩელსის" ინტერესთა სფეროშიცაა, მაგრამ "სიტი" ჯერემისაც და დოკუსაც პრიორიტეტულ სამიზნეებად განიხილავს.

"ბარსელონას" ქომაგთათვის კი ეს იმიტომ გახლავთ საინტერესო, რომ დოკუ "ბლაუგრანასაც" დაუკავშირეს. ჯერემის კატალონიური გრანდი უსმან დემბელეს შესაძლო შემცვლელად განიხილავს. ჟურნალისტ საშა ტავოლიერის თქმით, "რენი" ბელგიელს 50 მილიონ ევროდ დააფასებს.


Facebook კომენტარები