2 წლის და 8 თვის წინ
ითამაშებს თუ არა რონალდინიოს შვილი "ბარსაში" - გაუჩოს პასუხი
ავტორი
Aa
ორშაბათს, "ბარსელონას" ლეგენდა, რონალდინიო Mundo Deportivo-მ გრან გალას სახელით ცნობილ ცერემონიალზე მიიწვია. ბრაზილიელი ლეგენდის პრიზით დაჯილდოვდა და იგი მას თავად "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გადასცა.
დღეს გამოქვეყნდა გაუჩოს ინტერვიუ RAC1-თან, რომელშიც იგი მრავალ საინტერესო საკითხს შეეხო.
ერთ-ერთი მათგანი რონალდინიოს ვაჟის, ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირას "ბარსას" სინჯებზე ყოფნა გახლდათ.
"ბარსელონა" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. აკადემიაში ჩემი შვილის ჩარიცხვასთან ერთად, აქ უფრო ხშირად ვიქნები წარმოდგენილი.
ითამაშებს თუ არა ის "ბარსელონაში"? დიახ, ახლა სინჯებს გადის," - განაცხადა რონალდინიომ.
გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი მალე მიიღებს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჟოან ლაპორტა საქმეში პირადადაა ჩართული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 კვირის და 4 დღის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი
1 თვის და 1 კვირის წინ
როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა