2 წლის და 6 თვის წინ
"რეალი" "ბარსელონას" სამიზნეს ართმევს
ავტორი
Aa
მადრიდის "რეალს" "ბარსელონასთვის" კიდევ ერთი სამიზნის წართმევა სურს.
Sport-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" თვალი "ვალიადოლიდის" მარჯვენა მცველს, ივან ფრესნედას დაადგა.
რა გასაკვირია, რომ "თეთრები" 18 წლის ესპანელს იმაზე მეტ ფულს სთავაზობენ, ვიდრე იგი "ბლაუგრანაში" მიიღებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერათა" ქომაგთათვის სანუგეშო ის უნდა იყოს, რომ ფრესნედა კატალონიური გრანდის პრიორიტეტულ სამიზნედ არ განიხილება. "ბარსა" მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუ ჟოაუ კანსელუს გადაბირებას ვერ მოახერხებს.
ესპანურ პრესაში ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანს "ბარსელონაში" სურს თამაში. "ბლაუგრანამ" "ვალიადოლიდს" უკვე შესთავაზა 8 მილიონი ევრო (+10 მილიონი ევროს ბონუსები).
გასულ სეზონში ფრესნედამ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი