"ბარსელონას" ბრაზილიელი გარემარბი რაფინია ჩინებულ ფორმაში შევიდა. 26 წლის შემტევმა ჯერ "ბეტისს" გაუტანა გოლი, შემდეგ კი "სევილიასთან" მატჩში მიითვალა გოლი და საგოლე გადაცემა. უსმან დემბელეს არყოფნაში, ფლანგიდან განხორციელებული შეტევების სიმწვავე სწორედ რაფინიაზეა დამოკიდებული, ამიტომ მისი კარგ ფორმაში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
Relevo-მ შემოგვთავაზა რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც რაფინიას ასეთი ფერიცვალება გამოიწვია:
- დეკოსგან მიღებული რჩევები
- მამამისის მხარდაჭერა
- ბარსელონაში დედამისისა და დეიდამისის ჩასვლა
- გადაწყვეტილებების მიღების უნარის გაუმჯობესება
- წარუმატებლობის დიდი შანსის მქონე მოძრაობების თავიდან არიდება
ტონი ხუანმარტის თქმით, დეკომ რაფინიას უთხრა, რომ კრიტიკა მძაფრად არ მიეღო და ნეგატიური კომენტარები ფეხბურთის ნაწილად აღექვა. "ან კრიტიკას მშვიდად მიიღებ, ან "ბარსელონაში" მომავალი არ გექნება," - უთქვამს თავის აგენტს "ბლაუგრანას" 22 ნომრისთვის.
გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ბარსას" სამწვრთნელო შტაბმა რაფინიასთან დიდი სამუშაო გასწია და რამდენიმე ხრიკი დახვეწა. მწვრთნელები ფეხბურთელის საქმისადმი მიდგომას აფასებენ.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა "ბარსელონას" მაისურით 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.