გვარდიოლას უცნობი მხარე - რისთვის დასაჯა ის კრუიფმა (ფოტოები)

გვარდიოლას უცნობი მხარე - რისთვის დასაჯა ის კრუიფმა (ფოტოები)

გასულ თვეს კატალონიელი მოდის დიზაინერი, ანტონიო მირო გარდაიცვალა და მოდის ინდუსტრიაში უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა.

მიროს ვაჟ დავიდთან ჩაწერილი ინტერვიუდან ირკვევა, რომ დიზაინერს "ბარსელონას" ვარსკვლავებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონია.

"90-იანებში პეპ გვარდიოლამ მამაჩემს სთხოვა, რომ მისთვის სამოდელო სამსახური გაეწია. მამაჩემი "ბარსელონას" გულშემატკივარი იყო, ამიტომ მას ეს იდეა მოეწონა და დასთანხმდა.

არაპროფესიონალიზმის გამო პეპი იოჰან კრუიფმა დასაჯა. წლების შემდეგ, როცა "ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ იგივე თხოვნით მიმარტა მამაჩემს, გვარდიოლამ მას ამის ნება არ მისცა.

სასაცილო ისაა, რომ თითოეული რამ, რაც გვარდიოლას იმ ჩვენებაზე ეცვა, უახლოეს დღეებში ამოიყიდა," - თქვა მირომ.

აქვე გთავაზობთ იმ ფოტოებს, რომლებიც "ბარსელონას" ლეგენდას ზემოთხსენებულ ჩვენებაზე გადაუღეს.

7 თვის წინ
2445 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ