რისკენ მოუწოდებდა ჩავი ფეხბურთელებს დე იონგის გოლის შემდეგ (ფოტო)

რისკენ მოუწოდებდა ჩავი ფეხბურთელებს დე იონგის გოლის შემდეგ (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "ესპანიოლთან" ქულა მატჩის კომპენსირებულ დროში ლიუკ დე იონგის გოლით გადაარჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელმა 96-ე წუთზე შეაგდო, "ბლაუგრანას" თავკაცს, ჩავის ერნანდესს გამარჯვების იმედი მაინც ჰქონდა.

კამერებმა ნათლად აღბეჭდეს, თუ როგორ მოუწოდებდა ესპანელი სპეციალისტი თავის ფეხბურთელებს წინ ასვლას, რათა მესამე გოლი გაეტანათ.

ჩავიმ ჯერ მარკ ანდრე ტერ შტეგენს სთხოვა ბურთის თამაშში სწრაფად შეყვანა, შემდეგ კი მოთამაშეებს ხელის მოძრაობით ანიშნა ზემოთ აწევის აუცილებლობა.

მიუხედავად ჩავის მოწოდებებისა, მატჩის არბიტრმა საფინალო სასტვენი დე იონგის გოლიდან მალევე მისცა, ამიტომ კატალონიური დერბის მოგება "ბლაუგრანას" არ გამოუვიდა.

 

7 თვის წინ
2633 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ