2 წლის და 9 თვის წინ
კესიეს ტრანსფერი იხურება - სად მიდის ფრანკი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" 26 წლის ნახევარმცველი ფრანკ კესიე ახალ გუნდში გადაბარგებას უახლოვდება.
The athletic-ის ინფორმაციით, კესიე საუდის არაბულ "ალ ჰილალში" ითამაშებს.
ფრანკის სანაცვლოდ "ბლაუგრანას" 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ტრანსფერის რეალურობას ადასტურებს ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო. მორეტოს მოსაზრებით, კესიე 15-20 მილიონ ევროდ გაიყიდება.
გამოცდილი შუახაზელით ტურინის "იუვენტუსი" აქტიურად ინტერესდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის ევროპის დატოვებას გეგმავს.
კესიე "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. გასულ სეზონში მან თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები