ევროპა ლიგის ლოგო "ბარსელონაზე" - ფანები თვალებს ვერ უჯერებენ (ფოტოები)

ევროპა ლიგის ლოგო "ბარსელონაზე" - ფანები თვალებს ვერ უჯერებენ (ფოტოები)

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩს ჩაატარებს, სადაც "ნაპოლის" დაუპირისპირდა.

ევროპა ლიგა რომ "ბლაუგრანასთვის" უკანასკნელ წლებში სავსებით უცხო ტურნირი გახლდათ, ეს ყველას კარგად გვახსოვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლოს, როცა კატალონიელებმა ამ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა, მას ევროპა ლიგა საერთოდ არ ერქვა და უეფას თასის სახელით იწოდებოდა.

სწორედ ეს გაუცხოვება ხსნის სოციალურ ქსელში აგორებულ იმ ისტერიას, რომელიც "ბარსას" ქომაგებში გუნდის ფორმაზე ევროპა ლიგის ლოგოს დანახვას მოჰყვა.

ამ ფორმით, რომელიც "ბლაუგრანას" ხვალინდელ შეხვედრაშიც ეცმევა, "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა. კატალონიელებმა ის 4 მატჩში მოირგეს, საიდანაც 2 მოიგეს, 1 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

ევროპა ლიგის თემატიკის სტენდი დაყენდა "კამპ ნოუსთანაც":

როგორც ხედავთ, ბარსელონაში ყველაფერი მზადაა, რათა ქალაქმა ევროპა ლიგის მატჩს უმასპინძლოს და იმედი ვიქონიოთ, რომ ამის გაკეთება მას მხოლოდ მიმდინარე სეზონში მოუწევს.

 

 

7 თვის წინ
2433 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ