8 თვის და 4 კვირის წინ
"ისინი ტალახს მესვრიან" - როგორ დაემშვიდობა დემბელე ჩავის
"ისინი ტალახს მესვრიან" - როგორ დაემშვიდობა დემბელე ჩავის

"ბარსელონას" ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი დახურულია. გავრცელებული ცნობების თანახმად, უსმანი უკვე პარიზშია და მისი "პსჟ-ში" გადაბარგება ხვალ გაოფიციალურდება.

ხოლო მანამდე, სანამ ოფიციალურ განცხადებას ვიხილავდეთ, Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა დემბელეს, მისი თანაგუნდელების და ჩავი ერნანდესის ბოლო გასაუბრების შინაარსი გაგვაცნო.

როგორც ირკვევა, 26 წლის თანაგუნდელს "ბარსას" ფეხბურთელებისთვის ასეთი რამ უთქვამს:

"კლუბში დარჩენა არ მინდა. ხალხი ყოველთვის ტალახს მესვრის. არ მინდა, ველოდო, როდის მომაჭრიან თავს. არ ვაპირებ იმის ყურებას, თუ როგორ დამცინიან."

დემბელეს ეს ტრავმა 2022 წლის გაზაფხულიდან მოდის, როცა იგი კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებდა, ამიტომ გუნდიდან მოკვეთეს. ტრიბუნებზე მჯდარ ფეხბურთელს "კამპ ნოუ" ხშირად უსტვენდა ხოლმე. იმ შემთხვევაში, თუ იგი "ბარსაში" ისე დარჩებოდა, რომ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებდა, მსგავსი სურათი შეიძლება გაისადაც გვეხილა.

უსმანი ესაუბრა მთავარ მწვრთნელსაც. ჩავის მან უთხრა, რომ "პსჟ-ში" არა ფულის, არამედ უფრო ჯანსაღი გარემოს გამო მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელები მას 3-ჯერ დიდ ხელფასს სთავაზობდნენ.

"ბარსელონას" შვიდიანმა ჩავის მადლობა გადაუხადა ყველაფერი იმისთვის, რაც მას "მაესტრომ" გაუკეთო, როცა დემბელესი სხვა არავის სჯეროდა. წასვლის მიზეზად ფრანგმა კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობის ნაკლებობა დაასახელა, თუმცა ამით "ბლაუგრანას" თავკაცი ნამდვილად ვერ დაამშვიდა. ჩავი თავს ისევ იმედგაცრუებულად გრძნობს.


Facebook კომენტარები