2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონა" "ახალ დემბელეს" დაუკავშირეს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" შეიძლება ლიონის "ოლიმპიკის" შემტევით, ბრედლი ბარსოლათი დაინტერესდეს, - იუწყება Sport.
ბარსოლას, რომელსაც "ახალ უსმან დემბელეს" უწოდებენ, პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში წარმოადგენს. მენდეშთან "ბლაუგრანას" ახლო ურთიერთობის შესახებ ყველას მოეხსენება, ამიტომ ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" უპირატესობად შეიძლება იქცეს.
20 წლის ფრანგს უმიზნებს "პსჟ-ც".
გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, "ოლიმპიკი" ახალგაზრდა გარემარბს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
გასულ სეზონში ლიონელთა მაისური ბრედლიმ 31-ჯერ მოირგო, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.
Facebook კომენტარები