1 წლის და 9 თვის წინ
ფრანგი ჟურნალისტი: "პსჟ-მ" მესი უნდა გაუშვას
ფრანგი ჟურნალისტი: "პსჟ-მ" მესი უნდა გაუშვას

"პარი სენ ჟერმენს" უნდა ერჩირვნოს, მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას, ვიდრე მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, - მიიჩნევს ფრანგი ჟურნალისტი ჟერომ როტენი.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არგენტინელი მეგავარსკვლავის მომავალზე უამრავი ინფორმაცია გავრცელდა და როტენის ეს ვერსია თანხვედრაში მოდის ჟერარ რომეროს ცნობებთან, რომლებიც ლეოს პარიზში დარჩენას ეჭვის ქვეშ აყენებენ.

ჟურნალისტის მოსაზრებით, "პსჟ-ს" ხელმძღვანელობაში უნდა ხედავდნენ, რომ 35 წლის ფეხბურთელი კლუბის პროექტისადმი დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს.

"ლა პულგა" დიდ ყურადღებას არც პარიზელთა გულშემატკივრებს აქცევს, როცა ისინი მის სახელს სკანდირებენ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როტენის აზრით, "პარკ დე პრენსზე" იმ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელთან ზაფხულში გამოთხოვება სწორი გადაწყვეტილება იქნება.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს მესი თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში მისი მონაგარი 15 გოლი და 14 ასისტია.


Facebook კომენტარები