SPORT-მა "ბარსელონას" მიერ "მანჩესტერ სიტისთვის" ბერნარდუ სილვას თაობაზე გასაგზავნი შეთავაზება გაგვაცნო.
წყაროს თანახმად, ფიქსირებული თანხა, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ გადაიხდიან, 65 მილიონი ევრო იქნება.
შეთანხმებაში ჩაიდება 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც. ამ ბონუსების გასააქტიურებელი პირობები ძალიან მარტივი შესასრულებელი იქნება.
ცხადია, 65 მილიონ ევროსაც კატალონიელები რამდენიმე ნაწილად გადაიხდიან.
28 წლის ვარსკვლავი პირველ სეზონში ხელფასს შეიმცირებს, მაგრამ მისი ანაზღაურება თანდათანობით გაიზრდება.
"ბლაუგრანასთვის" იმედისმომცემი უნდა იყოს Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, "სიტიზენებმა" უკვე დაიწყეს სილვას შემცვლელის შეძებნა იმ შემთხვევისთვის, თუ იგი კლუბს დატოვებს.