2 წლის და 6 თვის წინ
"ბარსას" კრისტენსენის თაობაზე დაუკავშირდნენ
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ანდრეას კრისტენსენის თაობაზე წინადადებით მიმართეს, - იუწყება ჟერარ რომერო.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, დანიელ ცენტრალურ მცველში "ბლაუგრანას" 30 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა კლუბმა ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა.
უცნობია, თუ ვისგან მიიღო კატალონიურმა გრანდმა აღნიშნული წინადადება.
წყაროს თანახმად, "ბარსა" 28 წლის უკანახაზელს ხსენებულ თანხად არ შეელევა, მაგრამ თუ შეთავაზება 50 მილიონ ევროს გადააჭარბებს, პოზიცია შეიძლება შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ კრისტენსენი "ბლაუგრანამ" 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. გასულ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში მან 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი