1 წლის და 3 თვის წინ
ნეიმარის ყოფილი აგენტი: "ის "ბარსადან" ამიტომ წავიდა"
ნეიმარის ყოფილი აგენტი: "ის "ბარსადან" ამიტომ წავიდა"

დღეს ზუსტად 6 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც "პარი სენ ჟერმენმა" "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ ნაყიდი ნეიმარ ჟუნიორი "პარკ დე პრენსზე" წარადგინა.

ამის შემდეგ ბრაზილიელ თავდამსხმელს "ბლაუგრანაში" დაბრუნების ბევრი მცდელობა ჰქონდა, თუმცა წარმატებული - არცერთი.

ნეიმარის მიერ წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა, ანდრე კურიმ გააკეთა.

"რატომ წავიდა ნეიმარი? ვფიქრობ, ეს ყველაფერი "პსჟ-სთან" 6:1-ით მოგებული მატჩის გამო მოხდა. ნეი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ პრესის პირველ გვერდებზე ისევ მესი მოხვდა. ნეის მესი ძალიან უყვარს, ამიტომ მასთან კონკურენცია არ უნდოდა.

ნეიმარს ყველა მეგობარი ეუბნებოდა, რომ "პსჟ-ში" წასვლით დიდ შეცდომას უშვებდა და 2 თვეში უკან დაბრუნება მოუნდებოდ,ა მაგრამ ეს შესაძლებელი აღარ იქნებოდა," - იხსენებს კური.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ-ს" მეგავარსკვლავს "ბლაუგრანაში" დაბრუნება წელსაც სურდა, თუმცა ჩავი მას თავის გეგმებში ვერ ხედავს.


Facebook კომენტარები