1 წლის და 3 თვის წინ
როგორ ჩაიგდო ხელში "ბარსამ" გერმანელი ტალანტი - ყველა დეტალი
როგორ ჩაიგდო ხელში "ბარსამ" გერმანელი ტალანტი - ყველა დეტალი

როგორც მოგეხსენებათ, ფაბრიციო რომანომ და სხვა სარწმუნო წყაროებმა გუშინ დაადასტურეს, რომ "ბარსელონამ" გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, ნოა დარვიხი ჩაიგდო ხელში.

17 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალებზე ჟურნალისტი გაბრიელ სანსი წერს:

"მას შემდეგ, რაც არდა გიულერის ტრანსფერი ჩავარდა, დეკომ და ალემანიმ უმალვე სხვა ახალგაზრდაზე დაიწყეს მუშაობა. რჩეული ნოა დარვიხი იყო. კლუბი მას საკმაო ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, მაგრამ ოპერაცია მხოლოდ ივლისში აჩქარდა.

კლუბში დარვიხზე ყველა თანმხდებოდა. ყველა ანგარიში დადებითი გახლდათ და მოთამაშის მიერ 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ნაჩვენებმა თამაშმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

"ბლაუგრანას" რამდენიმე ფუნქციონერი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ნოას, მის ოჯახსა და "ფრაიბურგს" შეხვდა. ტალანტის დათანხმება რთული არ ყოფილა. "ბარსამ" მისთვის ბრძოლაში "პსჟ-ს", "ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტის" აჯობა.

დარვიხი "ბარსელონა ატლეტიკში" ჩაირიცხება, მაგრამ მას პირველ გუნდში თამაშის პერსპექტივაც აქვს. სამედიცინო შემოწმებას იგი უახლოეს დღეებში გაივლის."

შეგახსენებთ, რომ ნოას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "ფრაიბურგიდან" იმატებენ. ტრანსფერი კატალონიელებს 3-დან 5 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.


Facebook კომენტარები