1 წლის და 3 თვის წინ
შეუერთდება თუ არა როკე "ბარსას" ახლავე - აგენტის პასუხი
შეუერთდება თუ არა როკე "ბარსას" ახლავე - აგენტის პასუხი

ვიტორ როკეს აგენტმა, ანდრე კურიმ თავისი კლიენტის მომავლის შესახებ Diario AS-თან ისაუბრა.

"ვფიქრობ, მისი დაბალი ხელფასის გამო, როკეს დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება. ჩემი აზრით, "ბარსას" ის შეიძლება ზაფხულში ან წლის ბოლოს შეუერთდეს.

თუ "ატლეტიკო პარანაენსე" კოპა ლიბერტადორესიდან გავარდება, ეს შესაძლებლობებს გახსნის.

ლა ლიგაში იგი დიდებული ფეხბურთელი იქნება," - თქვა კურიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზიელი სუპერტალანტი "ბარსას" 2024 წელს უნდა დამატებოდა, მაგრამ მას მერე, რაც უსმან დემბელესა და ფრანკ კესიეს წასვლა გადაწყდა, ვიტორის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ახლა გადაბარგების შანსიც გაჩნდა.

როგორც კურიმ აღნიშნა, ბევრი რამ "ატლეტიკო პარანაენსეს" კოპა ლიბერტადორესიდან გავარდნაზეა დამოკიდებული. ბრაზილიელთა ტურნირიდან გამოთიშვა ნამდვილად რეალურია, რადგან მერვედფინალის პირველი მატჩი მათ "ბოლივართან" ანგარიშით 1:3 წააგეს. განმეორებითი შეხვედრა 9 აგვისტოს გაიმართება.


Facebook კომენტარები