2 წლის და 6 თვის წინ
ცნობილია: მთავარი მიზეზი, რატომაც ჩავი ნეიმარს არ იბრუნებს
ავტორი
Aa
ნეიმარ ჟუნიორი "ბარსელონას" კიდევ ერთხელ შესთავაზეს, - იუწყება Mundo Deportivo.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, 31 წლის მეგავარსკვლავის დამატებაზე უარს ჩავი ერნანდესი და მისი სამწვრთნელო შტაბი ამბობენ, რადგან შიშობენ, რომ ნეიმარი გუნდში არსებულ ჰარმონიულ ატმოსფეროს გააფუჭებს.
ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ვითარებას შემდეგნაირად აფასებს:
"დღევანდელი მოცემულობით, თუ გავითვალისწინებთ ჩავისა და მისი გუნდის პოზიციას, ნეიმარის "ბარსაში" დაბრუნება ძალიან დიდი მოულოდნელობა იქნებოდა."
არადა, "პსჟ" ბრაზილიელი შემტევის თავიდან მოსაშორებლად ყველაფერს აკეთებს. შესაძლოა, ეს ნეის "ბლაუგრანაში" დაბრუნების უკანასკნელი შანსიც კი იყოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი