2 წლის და 8 თვის წინ
დემბელეს შეიძლება ვარჯიშზე დაუძახონ - უცნაური ამბავი
ავტორი
Aa
უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი გადაწყვეტილია, მაგრამ მისი გაოფიციალურება ძალიან გაჭიანურდა.
Sport-ის ჟურნალისტ ივან სან ანტონიოს ინფორმაციით, "პსჟ" საჭირო დოკუმენტაციას ჯერ კიდევ ელოდება, მაგრამ ყველაფერი შეჩერებულია.
თეორიულად, "ბარსელონას" შეუძლია, რომ ფრანგ გარემარბს ორშაბათს ვარჯიშზე გამოცხადება მოსთხოვოს. თუ პროცედურები კიდევ უფრო გაიწელა, უსმანი შეიძლება გამპერის თასისთვის ლონდონის "ტოტენჰემთან" გასამართ მატჩშიც იყოს ხელმისაწვდომი.
მიუხედავად ამისა, ცხადია, ამ ყოველივეს მოხდენის შანსი თითქმის არ არსებობს.
ჩავი ერნანდესმა "მილანთან" მატჩის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ უსმანი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურს აღარ მოირგებს და ეს მოცემულობა არ შეიცვლება.
Facebook კომენტარები