3 წლის წინ
ჩავი გავის ესაუბრა - რა უთხრეს პაბლოს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესსა და გუნდის 19 წლის ვარსკვლავს, პაბლო გავის შორის მნიშვნელოვანი გასაუბრება შედგა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "მაესტრომ" ნახევარმცველს უთხრა, რომ მას ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს და საკუთარ გეგმებში აუცილებლად ხედავს.
გავი დაარწმუნეს თავის ხელშეუხებლობაშიც.
ამ დიალოგის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ფრანგულმა პრესამ "ბლაუგრანას" მიერ "პარი სენ ჟერმენისთვის" კილიან მბაპეში გავისა და უსმან დემბელეს გაცვლის შეთავაზებით მიმართვაზე დაწერა. კატალონიურ გრანდში აღნიშნულ ცნობას სიცრუეს უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 6-იანი გუშინ გახდა 19 წლის. მიმდინარე პრესეზონზე ჯერ მას ერთ ამხანაგურ მატჩშიც კი არ უთამაშია. ამის მიზეზი ზურგზე არსებული დისკომფორტი გახლავთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი