"ბარსელონა" და უსმან დემბელეს ბანაკი 50 მილიონი ევროს განაწილებაზე ისევ ვერ თანხმდებიან, - იუწყება Mundo Deportivo.
ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" კვლავ მტკიცედ რჩება იმ პოზიციაზე, რომ ფრანგი გარემარბის წარმომადგენლებს გარკვეული პირობები არ შეუსრულებიათ და მათ 25 მილიონი ევრო არ უნდა მიიღონ.
თუ შეთანხმება ვერ შედგება, "ბარსას" დემბელეს შენარჩუნება 21 აგვისტომდე შეეძლება. 21-ის შემდეგ კი უსმანს "პარი სენ ჟერმენში" წასვლის უფლება მიეცემა, მიუხედავად იმისა, მორიგდებიან თუ არა კატალონიური გრანდისა და მისი წარმომადგენლები.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ვარჯიშს დღეს უბრუნდებიან. შესაძლებელია, სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა დემბელემაც მიიღოს. ეს წნეხის გაზრდისთვის გაკეთდება, რადგან "პსჟ" ლიგა 1-ის ახალ სეზონს 12 აგვისტოს იწყებს.
26 წლის შემტევის აგენტი მუსა სისოკო დარწმუნებულია იმაში, რომ მათ 25 მილიონი ევრო უნდა მიიღონ. ცხადია, რომელიმე მხარეს დათმობა მოუწევს.