1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსამ" და ბერნარდუმ ნაბიჯები უნდა გადადგან - ახალი ცნობები
"ბარსამ" და ბერნარდუმ ნაბიჯები უნდა გადადგან - ახალი ცნობები

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო იმ ნაბიჯების შესახებ გვამცნობს, რომლებიც ბერნარდუ სილვას "ბარსელონაში" ტრანსფერის განსახორციელებლად უნდა გადაიდგას.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" იციან, რომ პორტუგალიელის გაფორმება ახლავე უნდა სცადონ, ბერნარდუმ კი წასვლის სურვილი პეპ გვარდიოლას უნდა გამოუცხადოს.

"ოფიციალური ნაბიჯები რაც შეიძლება მალე უნდა გადავდგათ," - ამბობენ კლუბში.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 28 წლის ვარსკვლავს "ბარსას" თავკაცი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭირო უმნიშვნელოვანეს ელემენტად განიხილავს. ჩავის მიაჩნია, რომ სილვა იდეალური ფეხბურთელია.

აღსანიშნავია, რომ ბერნარდუსთვის "მანჩესტერ სიტი" კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადებით მიმართვას აპირებს, ამიტომ "ბარსამ" რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს.

რაც უფრო ცოტა დრო დარჩება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, მით უფრო შემცირდება სილვას "ეტიჰადიდან" აბარგების შანსი, რადგან მანჩესტერელები მისი შემცვლელის მოძებნას ვეღარ მოასწრებენ.


Facebook კომენტარები