1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსელონას" დემბელეს არაბეთში გაყიდვა უნდა
"ბარსელონას" დემბელეს არაბეთში გაყიდვა უნდა

"ბარსელონა" უსმან დემბელეს "ალ ჰილალში" გაყიდვას ისურვებდა, - იუწყება ჟურნალისტი სანტი აუნა.

საუდის არაბული კლუბი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფრანგ შემტევს ძალიან სარფიანი შეთავაზებით მიმართავს - წლიურ ხელფასად 100 მილიონი ევრო და 50 მილიონი ევრო მათ შეთავაზებაზე დათანხმებისთვის. 

გარდა ამისა, არაბები "ბლაუგრანას" იმაზე დიდ თანხას გადაუხდიან, ვიდრე ამას "პარი სენ ჟერმენი" გააკეთებს.

თავად უსმანს კარიერის გაგრძელება პარიზში უნდა. აქედან გამომდინარე, დემბელეს არჩევანში ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

წყაროს თანახმად,  "ალ ჰილალის" გამოჩენაა მიზეზი, რატომაც 26 წლის შემტევის "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება გაჯანჯლდა. კატალონიელები ლიგა ერთის ჩემპიონებს საქმეს ურთულებენ.

შეგახსენებთ, რომ თუ დემბელე "პსჟ-ში" გადავა, "ბარსამ" შეიძლება მხოლოდ 25 მილიონი ევრო მიიღოს.


Facebook კომენტარები