რა გააკეთა ობამეიანგმა "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ (ფოტო)

რა გააკეთა ობამეიანგმა "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ (ფოტო)

"ბარსელონას" გაბონელმა თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თავის კატალონიურ კარიერაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

32 წლის ფორვარდმა ამჟამად პამპლონური "ოსასუნა" იმსხვერპლა, რომლის კარიც უსმან დემბელეს ჩინებული გადაცემის წყალობით აიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ აუბა ძალიან კარგ ხასიათზე იყო, რაც მისი მოქმედებებიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ.

მაშინ, როცა პიერ-ემერიკი "კამპ ნოუს" ტოვებდა, იგი მანქანიდან გადმოვიდა, გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღო და მათ ავტოგრაფებიც მისცა.

გასაკვირი არ არის, რომ ამ საქციელით გაბონელმა თავისი გუნდის ქომაგებს თავი კიდევ უფრო შეაყვარა.

ცნობისთვის, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ობამეიანგს უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და მან ეს 6 მატჩში მოახერხა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 25-მა ნომერმა ერთხელ ევროპა ლიგაზეც გაიტანა, როცა "ნაპოლის" კარი დალაშქრა.

6 თვის წინ
2226 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ