მართალია, ჩავი ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე უარს აცხადებს და დღევანდელი გადმოსახედიდან ტრანსფერი გამორიცხულია, გავიხსენოთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, ამიტომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს,
სწორედ ამის გათვალისწინებით, Tribuna.com გვთავაზობს 3 ვარიანტს, თუ როგორ ჩაჯდებოდა ბრაზილიელი მეგავარსკვლავი "ბარსას" სასტარტო თერთმეტეულში.
ვარიანტი 1
ჩავიმ შეიძლება არჩევანი 4-2-3-1-სა და 4-3-3-ის ჰიბრიდზე გააკეთოს, როცა პედრი შემტევებთან მიაახლოვებული იქნება. საინტერესო იქნებოდა ნეიმარისა და რაფინიას ტანდემის ნახვაც.
ვარიანტი 2
ჟოაუ კანსელუს ან ივან ფრესნედას მსგავსი შემტევი ტიპის მარჯვენა მცველის ტრანსფერი ძირითად თერთმეტეულში მეტი ნახევარმცველის დაყენების შესაძლებლობას გააჩენს.
გავის მარჯვნივ თამაში საკმაოდ კარგად გამოსდის. ამის გამოცდილება აქვს ილქაი გიუნდოგანსაც.
ვარიანტი 3
ნეიმარი შეიძლება შემტევი ნახევარმცველიც იყოს.
31 წლის ბრაზილიელმა თავისი სისწრაფე ნამდვილად დაკარგა, მაგრამ მისი კრეატივი არსად წასულა. "პარი სენ ჟერმენში" იგი ხშირად მოქმედებდა ცენტრფორვარდის უკან. ამან "ბლაუგრანას" 4-2-3-1 სისტემაში შეიძლება იმუშავოს.