2 წლის და 8 თვის წინ
ანსუ ფატი წავა - რომეროს ახალი ცნობები
ანსუ ფატი წავა - რომეროს ახალი ცნობები

ჟერარ რომერომ "ბარსელონას" ათიანის, ანსუ ფატის მომავლის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

წყაროს თანახმად, ანსუს სიტუაცია იცვლება. ესპანელ თავდამსხმელს სათამაშო წუთები უნდა და შიშობს, რომ ჩავისგან ეს შეიძლება ვერ მიიღოს. თუ ფატის შიში გამართლდა, იგი გუნდის შეცვლაზე დაფიქრდება.

"დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობ, რომ ანსუ ფატი მომდევნო სეზონში "ბარსელონას" ფეხბურთელი აღარ იქნება," - ამბობს რომერო.

თავდაპირველად 20 წლის შემტევი წასვლას არც კი განიხილავდა, მაგრამ ახლა მას სათამაშო პრაქტიკა ყველაფერზე მეტად სურს.

შეგახსენებთ, რომ ფატი დღეს "პსჟ"-ს დაუკავშირეს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვამ ინტერესი არ დაადასტურა.


Facebook კომენტარები