1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსა" უკან არაფერზე დაიხევს - როკესთვის ბრძოლა დაიწყო
"ბარსა" უკან არაფერზე დაიხევს - როკესთვის ბრძოლა დაიწყო

"ბარსელონა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "ატლეტიკო პარანაენსესთან" ვიტორ როკეს თაობაზე, - იუწყება ხოაკიმ პიერა.

17 წლის თავდამსხმელს "ბლაუგრანა" ისეთი ტალანტის მქონედ მიიჩნევს, როგორიც ლუის სუარესს ჰქონდა. ვიტორი სწრაფია, ფიზიკურად ძლიერი და დამაგვირგვინებელ ფაზაში მისი ასაკისთვის უჩვეულო ეფექტურობით გამოირჩევა.

როკე ამჟამად სამხრეთ ამერიკის ოცწლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. 6 მატჩში მას 6 გოლი აქვს გატანილი და "სელესაოს" ტრიუმფისკენ მიუძღვის.

"პარანაენსესთან" მოლაპარაკებებში ჩართულია "ბარსას" ლეგენდა და სკაუტი დეკო, რომელსაც როკეს ყოფილ მწვრთნელთან და "ატლეტიკო პარანაენსეს" საფეხბურთო დირექტორ ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ბევრ რამეს სწორედ ეს ურთიერთობა გადაწყვეტს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ვიტორის შესაძენად "ბარსელონა" უკან არაფერზე დაიხევს.

აქვე გეტყვით, რომ როკეს Transfermarkt-ი 11 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები