2 წლის და 6 თვის წინ
ლაპორტამ ნეიმარს დაურეკა - უახლესი ცნობები
ავტორი
Aa
ჟოან ლაპორტამ გუშინ ნეიმარს დაურეკა, - იუწყება Bar Canalates.
წყაროს თანახმად, "ბარსელონას" პრეზიდენტს ბრაზილიელი მეგავარსკვლავის დაბრუნება ნებისმიერ ფასად სურს, მაგრამ ჩავი მის პოზიციას არ იზიარებს.
ცნობილი აგენტი პინი ზაჰავი იბიცაზე გამგზავრებულა, რათა 31 წლის შემტევსა და მამამისს გასაუბრებოდა.
ზაჰავის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. თუ ნეიმარის ტრანსფერი გაიჩარხება, ამაში მისი წვლილი უდიდესი იქნება.
ესპანური პრესა კვლავ ირწმუნება, რომ ნეიმარის დაბრუნების მთავარი შემაფერხებელი ჩავია. "ბლაუგრანას" თავკაცს თავის გუნდში ბრაზილიელის ხილვა არ უნდა.
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, ამიტომ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი