2 წლის და 6 თვის წინ
"ბარსამ" ტრანსფერზე კიდევ ერთი მცველი დააყენა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" მარკოს ალონსო ტრანსფერზე დააყენა, - იუწყება ჟერარ რომერო.
ალონსოს "ბლაუგრანამ" სულ ცოტა ხნის წინ გაუფორმა ახალი კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში იგი მომდევნო სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს.
მიუხედავად ამისა, პრესეზონზე ვეტერანმა ფლანგელმა იმდენად ცუდი თამაში აჩვენა, რომ "ბარსაში" მის გაშვებაზე დაფიქრდნენ. შესაძლოა, კლუბმა იგი ალეხანდრო ბალდეს რეზერვისტადაც კი არ შეინარჩუნოს.
ალონსოს რეგისტრაცია კლუბს სახელფასო განაკვეთში 9 მილიონ ევროს დაუკავებს, ეს კი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, საერთოდ ინტერესდება თუ არა ვინმე 32 წლის ფეხბურთელით.
აქვე გეტყვით, რომ მარკოსმა გასულ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი