2 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია: სად გააგრძელებს კარიერას ინიესტა
ავტორი
Aa
ანდრეს ინიესტა კარიერას არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბ "ემირეიტსში" გააგრძელებს, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
39 წლის ფეხბურთელი არაბულ გუნდში 2024 წლის ივლისამდე ითამაშებს. ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნება.
შეგახსენებთ, რომ ინიესტამ იაპონური "ვისელ კობე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "ბარსელონას" ლეგენდას "ინტერ მაიამიში" ელოდნენ, სადაც იგი ლიონელ მესისთან, სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან გაერთიანდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვარიანტი უკვე აღარაა აქტუალური.
ლეგენდარული ნახევარმცველი "ბარსას" ღირსებას 2002-2018 წლამდე იცავდა. მან "ბლაუგრანას" მაისურით 674 მატჩი ჩაატარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი