1 წლის და 3 თვის წინ
ნეიმარის დაბრუნების შანსი მცირეა - 2 მთავარი მიზეზი
ნეიმარის დაბრუნების შანსი მცირეა - 2 მთავარი მიზეზი

"ბარსელონას" მიერ ნეიმარის დამატების შანსი დაბალია, - იუწყებიან Relevo-ს მატეო მორეტო და ჰუგო სერესო.

კლუბი არ იმყოფება იმ ფინანსურ კონდიციაში, რომელიც ბრაზილიელი მეგავარსკვლავის გადასაბირებლადაა საჭირო. გარდა ამისა, ნეი "ბლაუგრანას" სატრანსფერო პრიორიტეტი არც გახლავთ.

ხავი მიგელის ინფორმაციით, 31 წლის შემტევი "ბარსაში" წლიურად სულ მცირე 10 მილიონ ევროს მიიღებდა, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა. კატალონიელებს უსმან დემბელესა და კიდევ ერთი ვარსკვლავის (მაგალითად, ანსუ ფატის) გაყიდვა დასჭირდებათ, რათა ნეიმარის დარეგისტრირებას გასწვდნენ.

რადგან "ბლაუგრანაში" დაბრუნების შანსი მცირეა, "პსჟ-ს" შემტევი შეიძლება MLS-ში, საუდის არაბეთში ან ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

არადა, დღეს ასევე დაიწერა, რომ ნეიმარი კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგებაზე ოცნებობდა და მზად იყო, ფინანსური მოთხოვნილებები გვარიანად შეემცირებინა.

თავისი ყოფილი თანაგუნდელის დაბრუნებას მხარს არც ჩავი ერნანდესი უჭერს.


Facebook კომენტარები