SPORT-ის ჟურნალისტი დავიდ ბერნაბეუ რევერტერი "ბარსელონაში" ნეიმარის შესაძლო დაბრუნების შესახებ ახალ ცნობებს გვაწვდის.
წყაროს თანახმად, 31 წლის მეგავარსკვლავის "ბლაუგრანაში" გადაბარგების ფორმულა შემდეგნაირია: ნეიმარს საუდის არაბული კლუბი, მერე კი "ბარსაში" 1 წლით გაანათხოვრებს. ოფიციალური შეთავაზება სულ მალე გაკეთდება.
მთავარი, რაც ახლა "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უნდა გააკეთონ, ტრანსფერის აუცილებლობაში ჩავი ერნანდესის დარწმუნებაა.
ამის გაკეთებას ჟოან ლაპორტა აპირებს. "ბარსელონას" პრეზიდენტს სურს, გუნდის მთავარ მწვრთნელს მიახვედროს, რომ ბრაზილიელი შემტევის დამატება მხოლოდ სპორტული ოპერაცია არ არის. ნეიმარის დაბრუნებით ლაპორტა ბრენდის გაძლიერებას იმედოვნებს.
სიტუაცია ახლა ზუსტად ისეთივეა, როგორიც რუბენ ნევეშისა და ჟოაუ ფელიქსის შემთხვევებში იყო. ხელმძღვანელობა ფეხბურთელით დაინტერესებულია, მაგრა ეს მთავარ მწვრთნელზე არ ითქმის.
ასეა თუ ისე, ლაპორტასა და ჩავის შეხვედრა ბევრ რამეს გაარკვევს. დიდი ალბათობით, ნეიმარიც ამას ელოდება.