როგორც მოგეხსენებათ, უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება გადაწყვეტილია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრანსფერის დახურვა ძალიან გაიწელა.
ფრანგის "ბლაუგრანადან" წასვლა 7 ნომერს ვაკანტურს ხდის. როგორც ჩანს, ეს მოცემულობა დიდხანს არ შენარჩუნდება.
Sport-ის ინფორმაციით, რაფინია 11-ნომრიანი მაისური მოითხოვა, 11 ნომრის ამჟამინდელ მფლობელ ფერან ტორესს კი თვალი 7-იანზე აქვს დადგმული. აქედან გამომდინარე, 23 წლის ესპანელი ბრაზილიელი თანაგუნდელის სურვილს არ შეეწინაღმდება.
ჯერჯერობით უცნობია, დაუკმაყოფილდებათ "ბლაუგრანას" თავდამსხმელებს ეს მოთხოვნები.
ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებმა დემბელეს ადგილზე ისეთი კალიბრის ვარსკვლავი მოიყვანეს, როგორიც ნეიმარია, 7-იანის მისთვის ჩაბარება გაცილებით უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე ფერან ტორესისთვის, თუმცა გადაჭრით მაინც ვერაფერს ვიტყვით.
აქვე შეგახსენებთ, რომ რაფინია ახლა 22-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.