3 წლის წინ
კესიე მიიჩნევს, რომ "ბარსელონამ" უღალატა
ავტორი
Aa
ფრანკ კესიე მიიჩნევს, რომ "ბარსელონამ" მას უღალატა, - იუწყება SPORT.
ჟურნალისტ სერხი კაპდევილას ინფორმაციით, კოტ-დ'ივუარელ ნახევარმცველს ის განცდა აქვს, რომ კლუბმა ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მხოლოდ იმიტომ დაიმატა, რომ 1 წლის შემდეგ გაეყიდა.
"ბლაუგრანაში" თამაში ფრანკის ოცნება გახლდათ. კესიე ფიქრობს, რომ სეზონის მეორე ნახევრის მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ, იგი გუნდში თამაშის გაგრძელებას იმსახურებდა.
უკანასკნელ კვირებში კესიეს ჩავისთან აღარ ულაპარაკია. მთავარი მწვრთნელისა და 26 წლის ნახევარმცველის ურთიერთობა ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილ შუახაზელს "ბარსა" "ალ ჰილალში" უშვებს. ტრანსფერიდან კატალონიელები 13-14 მილიონ ევროს მიიღებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი