"ბარსელონამ" გამპერის თასის 2023 წლის მატჩი ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართა და გაიმარჯვა, ანგარიშით 4:2.
მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ კატალონიელები დებიუტშივე დააწინაურა, ოლივერ სკიპის დუბლმა "დეზებს" საშუალება მისცა, მატჩის უმეტესი ნაწილი ლიდერის როლში გაეტარებინათ. მათი უპირატესობა 81-ე წუთზე დასრულდა, როცა ლამინე იამალის გადაცემით ფერან ტორესმა შეაგდო, ამას კი ანსუ ფატისა და აბდე ეზალზულის გოლები მოჰყვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა რამდენიმე კომენტარი გააკეთა.
"დემბელე მიდის და უკვე ვთქვი, რომ გაძლიერება გვჭირდება.
ანსუ ფატი? ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯარა თვის ბოლომდეა ღია.
ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობა მშვიდადაა. ჩვენ გასულ ზაფხულსაც ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავით.
პირველ ტაიმში სუსტად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ.
არაუხოს ტრავმა არ აქვს.
ნეიმარი? ვერაფერს ვიტყვი, ის სხვა გუნდის წევრია, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა თვის ბოლომდე იქნება გახსნილი. ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვეძლება დღეიდან თვის დასასრულამდე, მაგრამ კონკრეტულ სახელებზე ლაპარაკს არ ვაპირებ," - თქვა ჩავიმ.