2 წლის და 8 თვის წინ
პროცესი დაიწყო - როკეს აგენტი ბრაზილიაში გაფრინდა
პროცესი დაიწყო - როკეს აგენტი ბრაზილიაში გაფრინდა

"ბარსელონამ" ვიტორ როკეს ზაფხულშივე დარეგისტრირებაზე დაიწყო მუშაობა, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როხერ ტორელო.

"ატლეტიკო პარანაენსე" კოპა ლიბერტადორესის გათამაშებას დღეს, "ბოლივართან" პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა, რამაც "ბლაუგრანაში" იმის იმედი გააჩინა, რომ ბრაზილიური გუნდი 18 წლის თავდამსხმელს 2024 წლამდე არ დაიტოვებს.

როკეს აგენტი, ანდრე კური უკვე გაემგზავრა ბრაზილიაში, რათა "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებები აწარმოოს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, როკე "პარანაენსეში" 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო, რადგან "ბარსას" მისი ახლა დარეგისტრირების სახსრები არ გააჩნდა.

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც უსმან დემბელემ "პარი სენ ჟერმენს" მიაშურა, ვიტორის "ბლაუგრანას" შემადგენლობასთან ახლავე შეერთება სავსებით რეალურია.

ცნობისთვის, ბრაზილიელი სუპერტალანტი "ბარსაში" წელიწადი 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.


Facebook კომენტარები