3 წლის და 2 თვის წინ
გადაწყდა! - შეუერთდება თუ არა როკე "ბარსელონას"
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ვიტორ როკე ამ ზაფხულსვე დაიმატოს, - იუწყება Gol Play.
ჟურნალისტ ალფრედ ფერნანდესის ინფორმაციით, "ბლაუგრანასა" და "ატლეტიკო პარანაენსეს" შორის რამდენიმე შეხვედრის გამართვა იქნება საჭირო, თუმცა 18 წლის თავდამსხმელი "ბარსას" აუცილებლად ახლავე შეუერთდება.
"ეს 100%-ით ასე მოხდება," - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, როკე "პარანაენსეში" 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო, რადგან "ბარსას" მისი ახლა დარეგისტრირების სახსრები არ გააჩნდა.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც უსმან დემბელემ "პარი სენ ჟერმენს" მიაშურა, ვიტორის "ბლაუგრანას" შემადგენლობასთან ახლავე შეერთება სავსებით რეალურია.
ცნობისთვის, ბრაზილიელი სუპერტალანტი "ბარსაში" წელიწადი 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი